“ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი: ჩვენი ოპონენტების მოქმედებები უკვე ისტერიაში გადაიზარდა

1035

წინა სტატია

ჩვენი ოპონენტების მოქმედებები უკვე ისტერიაში გადაიზარდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზუგდიდში გიორგი შენგელიამ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია ხვდება, რომ არჩევნებს აგებს და სურს აქცენტები ინტრიგებზე გადაიტანოს.

“ისინი ძალიან არაპროგნოზირებად და კონფრონტაციულ მეთოდებს მიმართავენ. მუდმივად აპელირებენ ისეთ ფაქტებზე, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და ამით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, რათა მიაღწიონ თავიანთ საწადელს და საზოგადოებას შეუქმნან იმის განცდა, თითქოს ზუგდიდში მძიმე ვითარებაა. ზუგდიდში არის ძალიან მშვიდი ვითარება. მე დავდივარ კარდაკარ, მოსახლეობას ვხვდები, მათ აქვთ მშვენიერი და მშვიდი განწყობა. სწორედ ეს არ აწყობს ჩვენ ოპონენტებს, რადგან მათ იციან, რომ არჩევნებს პირწმინდად აგებენ, ამიტომ ცდილობენ აქცენტი გადაიტანონ ისეთ ფაქტებსა და ინტრიგებზე, როგორსაც მიჩვეულები არიან“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.