გორის საკრებულოს წევრები ზუგდიდში საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვნენ

1052

გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქციის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ხელმძღვანელი სამეგრელოში იმყოფებიან. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მარლენ ნადირაძე და მიხეილ გოგინაშვილი ზუგდიდში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით გაემგზავრნენ. მიხეილ გოგინაშვილი ამბობს, რომ გორიდან მათი დასავლეთ საქართველოში ჩასვლა მათი გამოცდილებიდან გამომდინარე გადაწყდა. საკრებულოს აპარატის ინფორმაციით, აღნიშნულ ორივე დეპუტატს საშვებულებო ვადა 20 მაისს უმთავრდება.

მერის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ჩამოვედით ზუგდიდში. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვეხმარებით გუნდს შტაბში და ჩართულები ვართ ტექნიკური საკითხების მოწესრიგებაში. ამჟამად აქ სიმშვიდეა, ყველა თავისუფალია არჩევნებისთვის, თუმცა “ნაციონალები” ხელოვნურად ძაბავენ ვითარებას, რადგან ხვდებიან, რომ აუცილებლად წააგებენ არჩევნებს და ჩვენი კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს”, – ამბობს მიხეილ გოგინაშვილი.