მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების რეაბილიტაცია 2021 წლის მარტში დასრულდება

885

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების რეაბილიტაცია 2021 წლის მარტში დასრულდება.

“პროექტი, რომელიც მარნეულისა და 6 სოფლის 24-საათიანი წყალმომარგებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, აქტიურად მიმდინარეობს. აქ ეს პრობლემა ათწლეულებია მწვავედ დგას და მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტ წყალს ძალიან შეზღუდული გრაფიკით იღებს. პროექტის დასრულების შემდეგ 50 ათასზე მეტი ადამიანს ეს პრობლემა მოუგვარდება და წყალარინების სისტემაც გამართული იქნება,“ – აღნიშნა ვიცპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარის მშენებლობა, მაგისტრალური მილისა და შიდა ქსელის, ასევე, საკანალიზაციო კოლექტორის მოწყობა. პროექტს აზიის განვითარების ბანკი, დაახლოებით, 56 მილიონი დოლარით აფინანსებს.