ბორჯომში “ახალი კავალერიის კორპუსს“ რესტავრაცია ჩაუტარდება

ბორჯომში “ახალი კავალერიის კორპუსს“ რესტავრაცია ჩაუტარდება და შენობაში მუზეუმთან ერთად, მცირე სახელოვნებო სივრცეები მოეწყობა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ თემაზე, პროექტის საჯარო განხილვა ადგილობრივ თვითმმართველობაში მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოაწყო.

“განხილვას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, პროექტით დაინტერესებული მოქალაქეები და “საზოგადოებრივი აზრის დარბაზის“ წევრები დაესწრნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მუზეუმში განთავსდება მისაღები, სუვენირებისა და წიგნების მაღაზია, პატარა კაფე, დროებითი საგამოფენო დარბაზი, საპრეზენტაციო დარბაზი და საგანმანათლებლო სივრცე. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. პროექტი მოიცავს ვიზიტორთა ცენტრის გარშემო ტერიტორიების კეთილმოწყობასაც.

კავალერიის შენობის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება და 2020 წლის ბოლოს დასრულდება. შენობის რესტავრაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს”, – განმარტავენ მერიაში.

ყოფილი “ბორჯომის კავალერიის შენობა“ 1880 წელს აშენდა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

მსგავსი სიახლეები
ახალციხის მერიის ინიციატივით, ქალაქის ცენტრში მდებარე თამარ მეფის ძეგლის რესტავრაცია მიმდინარეობს. სამუშაოები, დაახლოებით, 10 დღე
წინა სტატია ქალაქ დუშეთში ისტორიული ქუჩებისა და სახლების ურბანული განახლება დაიწყო. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება
"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018-2019 წლებში უპრეცედენტო სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები გაწია კულტურული მემკვიდრეობის
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განცხადა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სვანეთში კოშკების რეაბილიტაცია
ახალი შუამთის მონასტრის კომპლექსის აღდგენისთვის სპეციალური ფონდი შეიქმნა. ფონდის მიზანი ახალი შუამთის უნიკალური მონასტრისთვის პირვანდელი
უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე  სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოების
სტატია მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ ავტორი: ავთო ინასარიძე ახალციხეში პირველი აღმოსავლური ტიპის აბანოები რაბათში XVII-XVIII
წინა სტატია ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია დასრულდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით,
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, თაბუკაშვილის ქუჩის N42-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, სადაც ადრეული მხატვრობის ფერწერული ფენები
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებენ. საქმე ბულვარის ტერიტორიაზე  მერიის საკუთრებაში არსებულ  117
წინა სტატია დუშეთში ისტორიული ქუჩების რეაბილიტაციას, მუნიციპალური განვითარების ფონდი, დაახლოებით, ორ კვირაში, ნოემბრის შუა რიცხვებში
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ორბელიანის მოედანზე 150 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ამ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეს განაშენიანების რეგულირების გეგმა ექნება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში საფეხმავლო ისტორიული ხიდის, ე.წ. "თამარის ხიდის“ რესტავრაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
წინა სტატია ლიკანში რომანოვების სასახლის რეაბილიტაცია იწყება. პროექტი, რომლის მიხედვითაც ძეგლზე სამუშაოები დაიწყება, საქართველოს კულტურულ
%d bloggers like this: