სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტს ავსტრიული კომპანია მოამზადებს

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტირებაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული კონკურსი დასრულდა და მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტს ავსტრიული კომპანია ‘LF Consulting Engineers Austria GmbH-ი” მოამზადებს.

“სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიმართულებით, მიწისზედა მეტროს მშენებლობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გვქონდა გავრცელებული. ასევე, გვინდოდა კვლევები ჩაგვეტარებინა სამგორი-რუსთავის მიმართულებით, რათა თბილისი და რუსთავი მეტროთი იყოს დაკავშირებული. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი პროექტირებაზე. გვყავს გამარჯვებული კომპანია – “ILF Consulting Engineers Austria GmbH-ის” წარმომადგენლობა საქართველოში, რომელმაც ორივე ხაზისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება (მიზანშეწონილობის ანალიზი) უნდა განახორციელოს. ასევე, მოამზადოს პროექტი და სატენდერო დოკუმენტაცია სამგორი-ლილოს ხაზის მშენებლობისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კვლევის შედეგად, გამოიკვეთება, რამდენად არის შესაძლებელი რუსთავთან დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება.

‘საკონკურსო პროექტის ბიუჯეტი 12 762 530 ლარია და ის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს. შემდეგ, როდესაც სრული დოკუმენტაცია გვექნება, მშენებლობის დაწყებაზე ტენდერს გამოვაცხადებთ“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. დღესდღეობით,
წინა სტატია შპს "იბოლია", რომლის მფლობელიც გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძეა, გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ორ
გორის მერიამ ქვახვრელის, ზეღდულეთის და ხიდისთავის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მოსაწყობად ტენდერები გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. რაც
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში სკვერების, საბავშვო ბაღებისა და სპორტული მოედნების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო
წინა სტატია პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე
სტატია მომზადებულია “აიფაქტის” მიერ ავტორი: ელისო ჯანაშია ფოთის წყალარინების სისტემას საბოლოოდ მაინც ის ევროპული და
ქუთაისის მერია ყოფილი მუზეუმის შენობაზე 7 000 ლარიანი ბანერის განსათავსებლად ტენდერს აცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, კომპანიონ ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობისათვის, ელექტრონულ ტენდერს
როგორც თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ბასილაიამ განაცხადა, ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავების
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მუნიციპალური განვითარების ფონდმა გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირხონისში, ლაგვანთაში, ღარსა და ნიგვზნარაში ახალი ამბულატორიები აშენდება. ახალი ამბულატორიების მშენებლობაზე 210
წინა სტატია თბილისის მერია ავტობუსის ფერის შესარჩევად ფეისბუქზე გამოკითხვას ატარებს. მერია მოქალაქეებს ავტობუსის 2 ფერს
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდიდან დაფინანსებულ  210  პროექტზე ამ დროისთვის სხვადასხვა სახის სამუშაო მიმდინარეობს. საერთო ჯამში
მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. აჭარის ფინასნთა და ეკონომიის სამინისტროს ინფრომაციით,
ახალციხის მერიამ ქალაქში მდებარე ხელოვნურ ტბაზე არსებული ნავმისადგომის რეაბილიტაციასა და ნავებისთვის ახალი ბაქანის მოწყობაზე 22
%d bloggers like this: