ზუგდიდში საოლქო კომისიის თავმჯდომარის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ

884

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ამ წუთებში ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. მათ აქვთ იგივე მოთხოვნები, რაც წუხელ გააჟღერეს. კერძოდ, შტაბის წარმომადგენელ ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ისინი მოითხოვენ გადადგეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი და მიეცეს ის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მისი თქმით, ცესკომ დღეს განაცხადა და აღიარა შეცდომა, რომ შეცვლის რეგისტრატორის ბეჭდებს, თუმცა იყო გაყალბების მცდელობა, რაც აღკვეთეს. ოპოზიციის წარმომადგენლის განმარტებით, ისინი გაყალბებას არ დაუშვებენ.

რაც შეეხება გეგმებს, ამბობს, რომ მოვლენების განვითარების შესაბამისად იმოქმედებენ.შეკრებილებს ამ წუთებში ნიკა მელიაც შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, გვიან ღამით ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში უკმაყოფილება მოჰყვაამომრჩეველთა სამაგიდო სიების საარჩევნო უბნებზე კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადაცემას. ოპოზიციის განცხადებით, სიები კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე გაიცა, როცა კანონის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა გაცემულიყო. გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრების თქმით, ეს იყო არჩევნების გაყალბების მცდელობა. რასაც საოლქო კომისია უარყოფს.

თავის მხრივ, ცესკოც ირწმუნება, რომ საოლქო კომისიას კანონი არ დაურღვევია.