ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

949

წინა სტატია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ტელეკომპანია “ოდიშის” ინფორმაციით, პარტია “ქართული ოცნების” კოორდინატორები გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს გადაცემის ჩაწერის დროს დადიანების ეზოში დაუპირისპირდნენ. ამავე მედიის ცნობით, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა სანდრა რულოვსის თანმხლებ პირებსა და გადაცემის წამყვან ლევან თორიას მიაყენეს.