ჭითაწყარში რეგიონული თავშესაფრის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოცხადდა

1305

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, კომპანიონ ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობისათვის, ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. სახელმწიფო შესყიდვა დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და ამავე დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებისათვის საავტორო ზედამხედველობის გაწევის მომსახურებას ითვალისწინებს.

“პროექტის ტექნიკური აღწერილობის მიხედვით, პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე სამშენებლო მასალების გამოყენება და ენერგო ეფექტური მშენებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

პროექტის მიზანია ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა და მასთან დაკავშირებული რისკების შეფასება და მართვა, ასევე, ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა, ცხოველთა კეთილდღეობაზე მონიტორინგი და პოპულაციის მართვა – კონტროლის ორგანიზება – აღრიცხვა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიეტის მერიაში აცხადებენ, პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს საპროექტო ტერიტორიის რელიეფის თავისებურებები. მათივე ცნობით, ტერიტორია დაპროექტებული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ხოლო, საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს როგორც გარე, ასევე, შიდა საინჟინრო კომუნიკაციების
მოწყობის პროექტებს: წყალმომარაგება-კანალიზაცია, ელექტრომომარაგება, გათბობა-გაგრილებავენტილაცია, სადრენაჟე სისტემა და ა.შ.