ზუგდიდის საკრებულოში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

934

ზუგდიდის საკრებულოში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებსა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ, მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი დეპუტატ გია დანელიასთან მივიდა და ჰკითხა, რა იგულისხმა მან ტელეკომპანია “რუსთავი 2-ისთვის’ მიცემულ კომენტარში, სადაც ამბობს, რომ “გამარჯვებას ყველაფრის ფასად მივაღწევთ“. სანდრა რულოვსის ამ კითხვას სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა.

უმრავლესობის წევრმა ირაკლი ლაგვილავამ სანდრა რულოვსს უთხრა, რომ მას არ აქვს მორალური უფლება, ზვიად გამსახურდიას დარბაზში ხმამაღლა ისაუბროს.

გია დანელიამ კი აღნიშნა, რომ ვერაფერი გაიგო, თუ რა უნდოდა მისგან ოპოზიციის მერობის კანდიდატს.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სხდომაზე სანდრა რულოვსმა და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა დეპუტატებისგან თავდასხმის ფაქტების განხილვა მოითხოვეს.