სანდრა რულოვსი ზუგდიდის საკრებულოს წევრებს თავდასხმის ფაქტების განხილვას სთხოვს

1019

დღეს ზუგდიდის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ესწრებოდნენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ, წარმომადგენლობითმა ორგანომ დადიანების ეზოში მათსა და “ოცნების” აქტივისტებს შორის მომხდარი ინციდენტი, ასევე, ჯიხაშკარში მომხდარი დაპირისპირება განიხილოს.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განმარტებით, თავდაპირველად ისინი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ, რის შემდეგაც ოპოზიციის მიერ დაყენებულ საკითხზეც ისაუბრებენ.