TV ოდიში: სანდრა რულოვსის თანმხლებ პირებს “ოცნების“ კოორდინატორები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

885

სტატიის გაგრძელება

ტელეკომპანია “ოდიშის“ ინფორმაციით, პარტია “ქართული ოცნების“ კოორდინატორები გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს გადაცემის ჩაწერის დროს დადიანების ეზოში დაუპირისპირდნენ. “ოდიშის“ ინფორმაციითვე, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სანდრა რულოვსის თანმხლებ პირებს და გადაცემის წამყვან ლევან თორიას.

“რამდენიმე ადამიანი ყვირილით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა სანდრა რულოვსს, გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და ფიზიკურადაც შეეხნენ ყველა მათგანს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჩხუბი, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა პოლიცია ადგილზე დაგვიანებით მივიდა“, – ნათქვამია ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.