აფეთქება ოკუპირებულ სოხუმში – დაშავებულია ერთი ადამიანი

ოკუპირებულ სოხუმში აფეთქება მოხდა. დაშავებულია ერთი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, კალმიკოვის ქუჩაზე ავტომობილი აფეთქდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

როგორც ადგილობრივები ყვებიან, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა მთელ ქალაქში გაიგეს. 

აფეთქების შედეგად, დაზიანებულია მიმდებარე კორპუსები. ადგილზე ე.წ. გამომძიებლები მუშაობენ, თუმცა შემთხვევის ვერსიებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

მსგავსი სიახლეები