საოკუპაციო ხაზთან სოფელ რუხში ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა იწყება

1252

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ფეხბურთის აკადემიის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ტერიტორიაზე, სადაც 2020 წელს სოფელ რუხის ფეხბურთის აკადემია იქნება, სიმბოლურად, სპეციალური კაფსულა ჩადეს.

“6.5 ჰექტარ ფართობზე, ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი განთავსდება, დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და ტრიბუნები. ასევე, აშენდება სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსი და გასახდელები”, – განმარტავენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და სრული მხარდაჭერით ხორციელდება.