“ქართულ ოცნება“ ოპოზიციას ზუგდიდში დაძაბულობის შექმნაში ადანაშაულებს

968

ასევე, ჩიქოვანმა ბრიფინგზე  გუშინ, 12 მაისს, სოფელ ჯიხაშკარში მომხდარ დაპირისპირებაზეც ისაუბრა, რომლის ამსახველი კადრებიც ბრიფინგზე წარადგინა.

კერძოდ, მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ჯიხაშკარში მყოფი ოპოზიცია “მიუვარდა” ერთ-ერთ ოჯახს, რომელსაც არ უნდოდა მათი კანდიდატის, სანდრა რულოვსის მიღება. ამ ყველაფერს, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საბოლოოდ დაპირისპირება მოჰყვა. კადრებში, მათ შორის, კუდის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილიც ჩანან.

შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ოპოზიციის მიერ ჩაყვანილმა ადამიანებმა რეალურად არ იციან, თუ რა ღირებულებებით ცხოვრობს ზუგდიდი.

“ჩვენ, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, არავის ვურტყამთ წიხლებს. არავის მივცემთ უფლებას, აქ შექმნას დაპირისპირების კერა. ენმ ცხადად ჩამორჩება და აგებს არჩევნებს. ამიტომ, მათი მიზანია არეულობა”, – განმარტა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, მათ პატივი უნდა სცენ მოსახლეობას, რადგან ნებისმიერი პროვოკაცია ხალხისთვის მძიმეა. ამიტომ, მოუწოდა მოქალაქეებს, ნებისმიერი ასეთი შემთხვევის დროს, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტიის, თუ ოპოზიციისგან იქნება ის, სამართალდამცველებს მიმართონ.

ჯიხაშკარში დაპირისპირების კადრები “რუსთავი 2-მა” გაავრცელა. მათი ცნობით, საუბარი ზარანდიების ოჯახს შეეხება.