აქცია, რომლითაც მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს, დაპირისპირებაში გადაიზარდა

204

წინა სტატია

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მცხოვრებლებსა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დაცვის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

აქციის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენელბთან შეხვედრას და შენობაში შესვლას ითხოვენ, რის უფლებასაც დაცვის თანამშრომლები არ აძლევენ, რასაც მიოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ კომპანიის წარმომადგენლები მათ ემალებიან და თვეებია პასუხს არ სცემენ. დაცვის სამსახურის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ხელმძღვანელობა შენობაში არ იმყოფება. მოსახლეობა კი გზის გადაკეტვით იმუქრება.

მანამდე სოფლის მოსახლეობამ მოწოდებით – “არა ნაგავსაყრელს” იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან აქცია გამართა. ისინი სოფლის მიმდებარედ ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ.

“დაუშვებელია დასახლებულ პუნქტთან ახლოს ნაგავსაყრელის მოწყობა. ამას არ დავუშვებთ. არ გავჩერდებით, ვიდრე არ გვეტყვიან, რომ იქ ნაგავსაყრელი არ აშენდება, სხვა ყველა პასუხი მიუღებელია. მოძებნონ ალტერნატიული ადგილი”, -აცხადებენ აქციის მონაწილეები. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მყარი ნარჩენების მართვის ოფისთან გადაინაცვლეს.

ფოტო: იმედინიუსი