ორხევის დასახლებაში ჩანტლაძის ქუჩაზე სკვერი მოეწყო (ვიდეო)

272

წინა სტატია

ორხევის დასახლებაში, ჩანტლაძის N30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 197 000 ლარი დაიხარჯა.

როგორც სამგორის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი 3 000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონი, ტრენაჟორები და გარეგანათების ბოძები დამონტაჟდა. ასევე, განთავსდა სკამები და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებამდე, საერთო ჯამში, 13 000 კვ.მ გამწვანებული ფართობი მოწესრიგდა და ხეების სხვლა-ფორმირებასთან ერთად, ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები ჩატარდება.

“სამგორის გამგეობისთვის რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა განსაკუთრებულად პრიორიტეტულია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 20 სპორტული მოედანი, ამდენივე სკვერი და 27 ფიტნეს ზონა მოვაწყვეთ. სკვერის მოწყობის პროექტი მოსახლეობის თხოვნით დავგეგმეთ, საკმაოდ დიდი მწვანე ტერიტორია მოვაწესრიგეთ და 3 000 კვ.მ ფართობზე სკვერი მოვაწყვეთ. რეკრეაციულ სივრცესთან ერთად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ფიტნეს ზონა და საბავშვო ატრაქციონი განთავსდა“, – განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა.

ორხევში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყო

ორხევის დასახლებაში, ჩანტლაძის N30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რეკრეაციული სივრცე მოეწყო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი 3 000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული.ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონი, ტრენაჟორები და გარე განათების ბოძები დამონტაჟდა. ასევე, განთავსდა საბაღე სკამები და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.ახალადმოწყობილი რეკრეაციული სივრცე სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა დაათვალიერეს.პროექტის განსახორციელებლად, სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 197 000 ლარი დაიხარჯა.

Posted by სამგორის რაიონის გამგეობა on პარასკევი, 10 მაისი, 2019