გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მუნიციპალური განვითარების ფონდმა გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

მათი ინფორმაციით, კობში 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის პროექტირება და მშენებლობაა გათვალისწინებული. ავტოსადგომი გათვლილი იქნება 680 მსუბუქი ავტომობილისთვის, 15 მიკროავტობუსისთვის და 5 ავტობუსისთვის. ასევე, პროექტი  სველი წერტილებისა და კაფეტერიის, თხილამურების გაქირავებისა და შესანახი ოთახების მოწყობასას ითვალისწინებს.

ხოლო, რაც შეეხება დაბა გუდაურს აქ მრავალფუნქციური ერთდონიანი 200 მანქანაზე და 2 ავტობუსზე გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობაა დაგეგმილი. პროექტის ფარგლებში სველი წერტილების, თხილამურების გაქირავებისა და შესანახი ოთახების მოწყობაც იგეგმება.

ასევე, ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება ბაკურიანშიც.  ტენდერი გამოცხადდა 1 100 ავტომობილზე (მათ შორის, 980 მსუბუქ ავტომანქანაზე, 80 მიკროავტობუსზე და 40 ავტობუსზე) გათვლილი ავტოსადგომის პროექტირება და მშენებლობაზე. პირველ ეტაპზე განხორციელდება პროექტირების სამუშაოები, ხოლო შემდეგ ეტაპზე მშენებლობა.

სამივე ავტოსადგომი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

როგოც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ. პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და პიკურ პერიოდში დამსვენებელთა გაზრდილი რაოდენობის გამო კურორტებზე არსებული პრობლემების აღმოფხვრას.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია თბილისის მერია ავტობუსის ფერის შესარჩევად ფეისბუქზე გამოკითხვას ატარებს. მერია მოქალაქეებს ავტობუსის 2 ფერს
19 აპრილს, 13:00 საათზე, სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება.
წინა სტატია სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბავშვთა
წინა სტატია მთაწმინდის რაიონში ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ვილნიუსის სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. როგორც გამგეობაში აცხადებენ,
წინა სტატია ხაშურში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი 1 500-ზე მეტ სპორტსმენს მოემსახურება. როგორც ხაშურის მერიაში განმარტავენ,
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში პარკირების საათობრივი საფასური, მისი ინიციატივით,
წინა სტატია საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონის მიერ სისტემაში ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის მითითება იქნება აუცილებელი, -
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის თქმით, პარკირებაზე, შესაძლოა, რამდენიმე სახის ტარიფი დაწესდეს.
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პარკირების საათობრივი საფასური
ქუთაისის მერიაში შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც მერიაში განმარტავენ, შეხვედრაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში თვითმმართველი ერთეულის ბალანსზე არსებული ნაგებობებისა და ადმინისტრაციულ შენობების შშმ პირთათვის ადაპტირებას თხოვენ. ინფორმაციას
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია აუტისტური სპექტრის მქონე 1 000
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს თბილისში არსებული საფეხმავლო ხიდებიდან ნაწილის დემონტაჟი
წინა სტატია გორის კულტურის განყოფილების უფროსმა რამაზ შიოშვილმა განაცხადა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია მინიმუმ 2 500
პარლამენტის თბილისის შენობა მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებული ხდება. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის
%d bloggers like this: