დღეიდან მწვანე ავტობუსები N85 და N95 მარშრუტებზე იმოძრავებენ

839

წინა სტატია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი, მწვანე ავტობუსები მგზავრებს დღეიდან მოემსახურებიან. პირველ ეტაპზე ისინი N85 და N95 მარშრუტებზე იმოძრავებენ.

კერძოდ, მუხიანის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ N95 მარშრუტზე 8 ავტობუსი განაწილდება, ხოლო N85 მარშრუტზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს წრიულად ემსახურება, 4 ავტობუსი.

ამასთან, ცნობილია, რომ 23 მაისიდან ახალი ავტობუსები კიდევ რამდენიმე მარშუტზე იმოძრავებენ.