ასპინძის სოფელ საროში 4 წლის წინ დაანონსებული დარბაზების რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა

სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ

ავტორი: ლუბა გიორგაძე

ასპინძაში, სოფელ საროში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ოთხი წლის წინ დაანონსდა, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ აქ მხოლოდ ერთი დარბაზი გარემონტდება, მაგრამ ჯერ ვერც ის კეთდება.

სოფელ საროში, ერთ–ერთი მესხური დარბაზის რეაბილიტაციასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, საპროექტო დოკუმენტებზე მუშაობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუსტად ერთი წლის წინ, მაისში დაასრულა, თუმცა სამუშაოებზე ტენდერი ჯერაც არ გამოცხადებულა.

“ამ დრომდე ტენდერი იმიტომ არ გამოცხადდა, რომ არც კომპანია და არც ფიზიკური პირი არ არსებობს, რომელიც დარბაზის რეაბილიტაციის შემდეგ მისი მოსარგებლე იქნება. ამ ეტაპზე გადასაწყვეტია, სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში, თუ ვინ უზრუნველყოფს ობიექტის შესაბამის მართვასა და მოვლა–პატრონობას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი თუ სხვა უწყება“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

მათივე ცნობით, საროში მხოლოდ ერთ დარბაზს და მის მიმდებარე ტერიტორიას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. უფრო კონკრეტულად, საპროექტო დოკუმენტების მიხედვით, მხოლოდ ერთი ოთახის ტიპის შენობა–ნაგებობა გარემონტდება. აქ ეთნოგრაფიული მუზეუმის, თავისუფალი სივრცის, რესტორნისა და მცირე სასტუმროს განთავსება იგეგმება. გარდა ამისა, დარბაზის მიმდებარედ მოეწყობა მცირე ავტოსადგომი და საპირფარეშო.

საროში ის მესხური დარბაზი რომლის რეაბილიტაციაც იგეგმება ადგილობრივ მერაბ მარღაძეს ეკუთვნის და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. დარბაზის გარშემო არსებული ტერიტორიის ნაწილის მესაკუთრე მუნიციპალიტეტი, ნაწილის კი კერძო პირები არიან.

ასპინძის მერიაში ამბობენ, რომ უკვე ერთი წელია მიმდინარეობს მოლაპარაკება კერძო პირთან, იმის თაობაზე, აიღებს თუ არა რეაბილიტაციის შემდეგ დარბაზის მოვლა–პატრონობას საკუთარ თავზე თუ ამ ფართის გადაცემა მუნიციპალიტეტისთვის ურჩევნია.

“იმ ტერიტორიების საჯარო რეესტრის ამონაწერები, მუნიციპალიტეტმა უკვე მოამზადა. ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ. ის პირები, რომლების საკუთრებაცაა იქ ტერიტორიები, ფიქრობენ გადმოგვცენ თავიანთი ფართი ჩვენ თუ არა. ვიდრე არ ჩამოყალიბდებიან ისინი, პასუხი ჩვენც არ გვეცოდინება“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე.

დარბაზის მესაკუთრე მერაბ მაღრაძე ამბობს, რომ გასულ თვეში მერიის თანამშრომლები მის მამას ესაუბრნენ.

“საროში მოხუცი მამა მყავს და ის უვლის დარბაზს, მითხრა რომ სამი–ოთხი კვირსწინ მერიის თანამშრომლები იყვნენ და დარბაზთან დაკავშირებით ესაუბრნენ. სიმართლე გითხრათ არ გვიფიქრია, დარბაზის მოწყობის შემთვევაში, გადავცემთ თუ არა მას მერიას. დავფიქრდებით“, – ამბობს მერაბ მაღრაძე.

მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ მესხური ოდის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის დაფინანსების თაობაზე ჯერ დონორთან მოლაპარაკებები არ დაუწყიათ.

“როცა გვეცოდინება ვინ მოუვლის რეაბილიტირებულ დარბაზებს, მერე გადავწყვეტთ დაფინანსების საკითხსაც“.

საროში 30–მდე მესხური დარბაზისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, საუბარი ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. მაშინვე ცნობილი იყო, რომ სამუშაოებს მსოფლიო ბანკი დააფინანსებდა და სამ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯებოდა, სამუშაოები 2017 წელს უნდა დაწყებულიყო და 2019 წლის სექტემბერში დასრულდებოდა.

ასპინძის მუნიციპალიტეტში სულ 64 მესხური საცხოვრისია. მათი ნაწილი 48 ნასოფლარზე, ასევე მოქმედ სოფლებშია გაბნეული. მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 30 მესხურ სახლს 2012–2017 წლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. აქედან 11 – ვარგავში, რვა – ზემო თმოგვში, ორი – საროში, სამი – ქუნცაში, ორი – ნიჯგორში, ერთი –ტოლოშში, ერთი კი თოკშია განთავსებული.

მსგავსი სიახლეები
სათაფლიას აღკვეთილის ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მუნიციპალური განვითარების ფონდმა გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა
თბილისის მერმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ მაია ბითაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადეს, რომ კუს
ქობულეთში მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის "Green Resort-ის" მშენებლობა იწყება. ამ ტერიტორიაზე, 180 ჰექტარზე, სამ წელიწადში
წინა სტატია საქართველოს ყველაზე პოპულარულ ეროვნულ პარკში - მარტვილის კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, - აცხადებენ დაცული
წინა სტატია კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, დაგეგმილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ციხე-ქალაქ უჯარმის მიმდებარედ არსებული
შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი კასპის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ის ადგილები და ობიექტები მოინახულა, რომლებიც
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და შიდა ქართლის ჰაბის ორგანიზებით გორის ციხის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე, მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად, პრომეთესა და საწურბლიას მღვიმეების, გორდში ოკაცეს
წინა სტატია კაცხის სვეტთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში,
რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამინისტროს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს.
წინა სტატია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ განაცხადა,
"ცოტა ხნის წინ ჩვენ გავხსენით კობი-გუდაურის 7, 5 კილომეტრიანი საბაგირო გზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონულ
%d bloggers like this: