ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში წინასაარჩევნოდ 65 საჩივარია რეგისტრირებული

804

წინა სტატია

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის სულ 65 საჩივარია დარეგისტრირებული. მათი უმრავლესობა, როგორც ოლქის თავმჯდომარე გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის პრეტენზიების საპასუხოდ განმარტავს, საარჩევნო უბნებზე თავმჯდომარეების, მოადგილეების, მდივნების არყოფნას შეეხება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მირანდა მესხის თქმით, უბანზე ყოველთვის არის პასუხისმგებელი პირი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. ამბობს, რომ ეს პირები პროცედურულ ტრენინგებს ესწრებიან, შედგენილია გრაფიკიც, თუ რომელ დღეს კონკრეტულად ვის უტარდება გადამზადება.

დაკეტილ უბნებს, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, მირანდა მესხის განმარტებით, მოიკვლევენ და მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებაც დადგება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც მისი მტკიცებით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან ფიქსირდება.

აღნიშნა, რომ დარღვევაბთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიაში უკვე 70 საჩივარი შეიტანეს, მაგრამ არცერთ მათგანზე რეაგირებას ამ დრომდე არ მომხდარა. ოპოზიცია ამბობს, რომ ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.