ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ახალი ავტობუსები შპს “მუნიციპალურ ტრანსპორტს” უვადოდ გადაეცა

121

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ახალი ავტობუსები შპს “მუნიციპალურ ტრანსპორტს” უვადოდ გადაეცა. ამასთან, საკრებულო უახლოეს დღეებში ავტობუსებში თანხის გადახდის ახალი სისტემების ამოქმედების საკითხ განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ავტოპარკს კიდევ 4 ერთეული თანამედროვე სტანდარტების, 2019 წელს გამოშვებული, ახალი ‘ისუზუს” მარკის ავტობუსი შეემატა. ტრანსპორტი ადაპტირებულია შეზღუდილი შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, აღჭურვილია კლიმატკონტროლის სისტემით და ერთდროულად 47 მგზავრის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

ამასთან, ტრანსპორტი ქალაქის პარალელურად მუნიციპალიტეტის სოფლებს (ცაცხვი, ინგირი, ფაიფური) ემსახურება.

ასევე, მერიის ინფორმაციით, რკინიგზის სადგური – წისკვილკომბინატის მიმართულებით ახალი ავტობუსებით იმგზავრებენ და ახალ ავტობუსში გადახდის ელექტრონული სისტემით სარგებლობა შეეძლებათ.

“ამ დროისთვოის ქალაქის ავტოპარკში 8 ახალი საქალაქო ტრანსპორტია ხოლო, რამდენიმე დღეში კი ზუგდიდის ავტოპარკს კიდევ 7 ავტობუსი შეემატება. ჯამში ქალაქს 2019 წელს, 15 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება”, – აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.