ზუგდიდის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი შენგელიას სასარგებლოდ კანდიდატურა მოიხსნა

753

ზუგდიდის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა “ახალი ქრისტიან – დემოკრატებიდან” კანდიდატურა მოიხსნა. ინფორმაცია დათა გაბეჩავამ გამოცემა “ლაივპრესს” თავად დაუდასტურა. მისი თქმით, გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” კანდიდატის, გიორგი შენგელიას სასარგებლოდ მიიღო.

“გიორგი შენგელია ღირსეული ადამიანია და ამიტომ მოვიხსენი კანდიდატურა. მხარს ვუჭერ მას”, – განმარტა დათა გაბეჩავამ.

ყოფილი ვიდეოოპერატორი რომ ზუგდიდის მერობისთვის იბრძოლებდა, ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ პარტიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა კახა სარიამ დაადასტურა.

ზუგდიდი ახალ მერს 19 მაისს აირჩევს. თანამდებობისთვის 16 კანდიდატი იბრძოლებს. მათგან სამი დამოუკიდებელია, დანარჩენი 13 კი პარტიების მიერ წარდგენილი.