ძველ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის რვა ძეგლის რეაბილიტაცია იგეგმება

1051

ძველ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის რვა ძეგლის რეაბილიტაცია იგეგმება, – ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა განაცხადა. მისი თქმით, ძეგლების რეაბილიტაციისთვის თანხის დიდ ნაწილს „ქართუ ჯგუფი” გამოყოფს. რაც შეეხება აღნიშნულ შენობებში მცხოვრებლებს, მათ დროებით ქირით გაიყვანენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“აჭარის მთავრობას და თავმჯდომარეს ჰქონდათ ინტენსიური მოლაპარაკებები “ქართუ ჯგუფთან”. “ქართუ ჯგუფი“ თანახმაა წელს ძველი ბათუმის რეაბილიტაციისთვის 3 500 000 ლარი დახარჯოს. ბიუჯეტითაც იყო დაგეგმილი ორი შენობის რესტავრავია. ჯამური თანხა ბათუმის მუნიციპალიტეტის, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და “ქართუ ჯგუფის“ მიერ 2019 წელს, დაახლოებით, 5 მილიონი დაიხარჯება. მიმდინარეობს კონკრეტული ობიექტების შერჩევა, რომლის პროექტიც სააგენტოს აქვს შესყიდული და რომლის რეაბილიტაციაც პირველ პირველ რიგში განხორციელდება. საუბარია ძველ ბათუმში განთავსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე”,- განაცხადა ახვლედიანმა.