ქობულეთში თემაზე – “ტურიზმი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის” ტრენინგი გაიმართა

216

ქობულეთში თემაზე – “ტურიზმი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის” ტრენინგი გაიმართა.

ხობის მერიის ინფორმაციით, პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა” ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით განხორციელდა.

ტრენინგს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია და მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ანტონ ვარდია ესწრებოდნენ.