რომელი მუნიციპალიტეტების მერიები და საკრებულოები დასახელდა ყველაზე დახურულ დაწესებულებებად?

წინა სტატია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დღეს საჯარო უწყებებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში და რეიტინგი გამოაქვეყნა. ანგარიში, სხვა საჯარო დაწესებულებებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამჭვირვალობის ხარისხსაც სწავლობს.

როგორც პრეზენტაციიდან ირკვევა, 2018 წელს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი, 0%-იანი მაჩვენებელი, 64 მუნიციპალიტეტიდან, 4 მუნიციპალიტეტს აქვს, საიდანაც 2 მერიაა, ხოლო 2 – საკრებულო.

ანგარიშის თანახმად, წალენჯიხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების მერიებს IDFI-იმ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 23 წერილი გაუგზავნა, თუმცა, პასუხი არც ერთ მათგანზე არ მიუღია.

ანალოგიური, 0-%-იანი შედეგი აქვთ, ასევე, კასპისა და ვანის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს. ამ დაწესებულებებს IDFI-იმ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 17 წერილი გაუგზავნა, მაგრამ პასუხი ვერც ერთზე მიიღო.

ასევე, 0% აქვს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასაც, რომელმაც, IDFI-ის 20 მოთხოვნიდან, არცერთი დააკმაყოფილა.

რაც შეეხება სამინისტროებს და მათ დაქვემდებარებულ სტრუქტურებს, როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივ ყველაზე ცუდი შედეგი იუსტიციის სამინისტროს სისტემაშია. თავად სამინისტროს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით, 3.85% აქვს, მის საქვეუწყებო ორგანიზაციებიდან შვიდს – საქართველოს ეროვნულ არქივს, საჯარო რეესტრისს ეროვნულ სააგენტოს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს, ნოტარიუსთა პალატას, საკანონმდებლო მაცნესა და იუსტიციის სახლს – 0%-იანი შედეგი აქვს,  მცირედით უკეთესი ვითარებაა რამდენიმე საქვეუწყებო ორგანიზაციებში: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო – 1.75%, მონაცემთა გაცვლის სააგენტო – 3.3%, აღსრულების ეროვნული ბიურო – 7.14%. როგორც ირკვევა, იუსტიციის სისტემაში ყველაზე კარგი შედეგი “სმართ ლოჯიქი”-ს აქვს. მან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 48.3%-იანი შედეგი აჩვენა.

დღეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ყველაზე ანგარიშვალდებული საჯარო უწყებების რეიტინგებიც გამოაქვეყნა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, მდგომარეობა მცირედით გაუარესებულია. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს IDFI 2010 წლიდან ატარებს.

მსგავსი სიახლეები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ოჭანეს უბანში, ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც მერიაში აცხადებენ,
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერის მოსახლეობას სასმელი წყალი მე-4 დღეა არ მიეწოდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "წყაროდან ეზიდება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება 2 233 414.41ლარს შეადგენს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალსა და მიქავაში, ასევე, მაზანდარას ტერიტორიაზე საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მერიის ცნობით,
ქალაქ წალენჯიხის N1 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. მერიის ცნობით, აღნიშნულ საბავშვო ბაღში მთლიანად შეიცვალა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლეებს კონკურსში -"წარმოაჩინე შენი სოფელი" მონაწილეობის
ახეთის რეგიონს უკრაინის ელჩი საქართველოში ოლეგ დოლგოვი, ელჩის პირველი მდივანი და ლვოვის ოლქის რეგიონული სახელმწიფო
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა და 2019 წელს რეგიონში დაგეგმილ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში გამართულ საპროტესტო აქციაზე დგილობრივებმა სოფლის გაზიფიცირება და წყლის პრობლემის მოგვარება მოითხოვეს.
თელავის ყოფილი მერი პლატონ კალმახელიძე კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის მოადგილედ დაინიშნა. როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულა გიორგი ხოჯევანიშვილმა,
ჩემი სურვილია ჩამოყალიბდეს რეგიონული ტურიზმის ცენტრი, სადაც ოთხივე მუნიციპალიტეტი კოორდინირებულად იმუშავებს, - ამის შესახებ შიდა
დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ თანამშრომლებს პირველი მოადგილე წარუდგინა. აღნიშნული თანამდებობა ზვიად შალამბერიძემ დაიკავა.
რამოდენიმე დღეში წესი-ურავის საავტომობილო გზის 14.2 კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, რომელზეც 23 მილიონ ლარზე
%d bloggers like this: