ლენტეხის მერიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს

810

ლენტეხის მერიაში მუნიციპალიტეტის მერის ბადრი ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით ფიზიკურ პირებთან, ინდმეწარმეებთან და შპს-ს წარმომადგენლებთანან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

“სამუშაო შეხვედრა პირადად გააცნეს მერს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების შესახებ და თითოეულმა ისაუბრა, თუ რა ეტაპზეა დაწყებული პროექტების განხორციელება და რა დროში დასრულდება მათ მიერ ნაკისრი მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები”, – აცხადებენ მერიაში.

როგორც ბადრი ლიპარტელიანმა სამუშაოე შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა, მსგავსი შეხვედრები ყოველი კვირის პარასკევ დღეს ჩატარდება, რათა მუნიციპალიტეტის მერმა დეტალურად იცოდეს და გააკონტროლოს პროექტების მიმდინარეობა.