თბილისის მერია ავტობუსის ფერის შესარჩევად გამოკითხვას ატარებს

1540

წინა სტატია

თბილისის მერია ავტობუსის ფერის შესარჩევად ფეისბუქზე გამოკითხვას ატარებს. მერია მოქალაქეებს ავტობუსის 2 ფერს სთავაზობს — მწვანესა და ცისფერს.

ამ დროისთვის გამოკითხვაში მონაწილე 6 ათასზე მეტი მოქალაქიდან 60% მწვანეს, ხოლო 40% ცისფერ ავტობუსს ირჩევს. გამოკითხვა სამ დღეში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და თბილისს მალე 220 ახალი ავტობუსი ეყოლება. ხელშეკრულების თანახმად, თბილისის მერია ახალ ავტობუსებში 64 790 000 ლარს გადაიხდის.

საუბარია 8-მეტრიან ავტობუსებზე, რომლებიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის, საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემით, USB-დამტენებით და WiFi მოდემით, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WiFi-ს სიგნალით დაფარვას.

ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.