ვიცეპრემიერმა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

159

საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა. ასევე, შეხვედრაში “თიბისი ბანკის” დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც მონაწილეობდნენ.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, მხარეებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები განიხილეს და მოლაპარაკების შემდეგი ეტაპები დაგეგმეს. ამასთან, გადაწყდა, რომ მორიგი შეხვედრა მაისის ბოლომდე გაიმართება.

მათივე ცნბოით, სახელმწიფოს, კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის მოლაპარაკების მთავარი თემა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება და ის 8-პუნქტიანი მოთხოვნებია, რასაც დონორი ორგანიზაციები ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსების სანაცვლოდ აყენებენ.

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს მთავრობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ანაკლიის კონსორციუმს, რომ მან თავისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულლება შეძლოს.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო სექტორი მთავრობას ანაკლიაში ნავსადგურის მშენებლობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ინიციატივით მიმართავს.

ამასთან, მიმდინარე წლის 21 მარტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ვადებში დასრულდება, თუმცა ანაკლიის პორტში პირველი გემის შესვლის თარიღის გადავადება არ გამორიცხა,