ხობის ხოფელ ძველ ხიბულაში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, აზომვითი სამუშაოები დაიწყო

799

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, აზომვითი სამუშაოები დაიწყო.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტის ტექნიკური დავალება უკვე მზადაა, უახლოეს პერიოდში კი სამშენებლო პროექტის მომზადება დაიწყება.

“წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში წყლის ჭაბურღილები და სათავე ნაგებობა გაკეთდება, ასევე, მოეწყობა ახალი ქსელი. პროექტის განხორციელება საბოლოოდ აღმოფხვრის სოფლის წყალმომარაგების პრობლემას და ადგილობრივებს სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდებით უზრუნველყოფს”, – აცხადებენ ხობის მერიაში.

მიმდინარე სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან, გოჩა ქაჯაიასთან და ფონდ “ქართუს“ წარმომადგენელთან, ვახტანგ ცაგარელთან ერთად ადგილზე გაეცნო.