ამლევი-ორბეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის 4.2 მილიონი დაიხარჯება

1649

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრი (ამლევის აგარაკები)-ორბეთის საავტომობილო გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზის სარეაბილიტაციო სამუშეოების დასრულების შემდეგ თეთრიწყაროდან თბილისში მგზავრობის მანძილი, დაახლოებით, 15 კმ-ით შემცირდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, არსებული სარეაბილიტაციო მონაკვეთი, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ გრუნტის საფარით არის წამოდგენილი, გზა ძლიერ დაზიანებულია და სავალ ნაწილზე წარმოქმნილია დიდი ზომის ორმოები, რაც ავტოტარნსპორტის გადაადგილებას აფერხებს.

მათივე ცნობით, არსებული პრობლემის გადასაჭრელად, გზის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია 9 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია.

“კერძოდ, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა, წყალგამტარი მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ადგილობრივი შესასვლელები და საგზაო ნიშნები. ასევე,  მოინიშნება და შემოიფარგლება გზის სავალი ნაწილი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 4 200 000 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2020 წლის იანვარში დასრულდება“, -აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.