სიღნაღში ფერწერული ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

1252

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და ესპანელი მხატვრის კაროლინა კრესპოს ორგანიზებით, ივლისის თვეში, ქალაქ სიღნაღში, ღია ცის ქვეშ, ფერწერული ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ გამოფენა-გაყიდვას საქველმოქმედო ხასიათი ექნება და გაყიდული ნამუშევრებიდან შესული თანხანხა სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადეცემათ.

მათივე ცნობით, გამოფენაზე კაროლინა კრესპოს ნახატებთან ერთად სხვა მხატვრის ნამუშევრებიც გამოიფინება.