ისნის რაიონში შვიდი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის 500 ათასამდე ლარი დაიხარჯა (ვიდეო)

158

ისნის რაიონის გამგეობამ, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, შვიდი სპორტული მოედნის მოწყბა-რეაბილიტაცია განახორციელა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამურად 464 717 ლარი დაიხარჯა.

როგორც გამგეობაში განმარტავენ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ფეხბურთისა და კალათბურთის ახალი სპორტული მოედნები ვაზისუბნის II მიკრორაიონის, N11 კორპუსის მიმდებარედ და ავლაბარში, კვეზერელი -კოპაძის ქუჩისა და ქურხულის ქუჩის კვეთაზე მოეწყო.

ასევე, მათივე ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე, მაღალი ხარისხის ინვენტარით განახლდა კომბინირებული სპორტული მოედნები მოსკოვის გამზირის N1 და N3 კორპუსებს შორის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N11,  N39 და N5-გ კორპუსების მიმდებარედ.

პროექტების ფარგლებში, მოედნებზე მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი, ფეხბურთისა და კალათბურთის კარებები და ფარები, ასევე LED განათების თანამედროვე სისტემები დამონტაჟდა. მოედნები შემოიღობა მაღალი ბადეებით და შესასვლელები ადაპტირდა შშმ პირებისთვის. ასევე, ორ მისამართზე დამონტაჟდა 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები. ხოლო, კამპანიის “გაუფრთხილდი ქალაქს“ ფარგლებში, დამონტაჟდა საინფორმაციო აბრები .

ისნის რაიონში შვიდი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო

📣📣📣ისნის რაიონის გამგეობამ, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, რეაბილიტაცია ჩაუტარა და მოაწყო შვიდი სპორტული მოედანი. ⚽⚽🏀🏀მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ფეხბურთისა და კალათბურთის ახალი სპორტული მოედნები მოეწყო:🔷ვაზისუბნის II მიკრორაიონის, N11 კორპუსის მიმდებარედ 🔷ავლაბარში, კვეზერელი -კოპაძის ქუჩისა და ქურხულის ქუჩის კვეთაზერეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე, მაღალი ხარისხის ინვენტარით განახლდა კომბინირებული სპორტული მოედნები:🔷მოსკოვის გამზირის N1 და N3 კორპუსებს შორის🔷ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N5-გ მიმდებარედ🔷ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N11 კორპუსთან🔷ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N39 კორპუსის მიმდებარედპროექტების ფარგლებში, თანამედროვე სპორტული მოედნების მოწყობისა და განახლებისთვის ჩატარდა შემდეგი სამუშაოები:🔷მოედნებზე დაიგო მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი🔷დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთისა და კალათბურთის კარებები და ფარები🔷მოეწყო ახალი LED განათების თანამედროვე სისტემა, ეკონომიური ხარჯვით 🔷ორ მისამართზე დამონტაჟდა 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები 🔷მოედნები შემოიღობა მაღალი ბადეებით 🔷შესასვლელები ადაპტირდა შშმ პირებისთვის🔷კამპანიის “გაუფრთხილდი ქალაქს“ ფარგლებში, დამონტაჟდა საინფორმაციო აბრები სპორტული მოედნების მოწყობის ჯამური ღირებულება 464 717 ლარია.

Posted by ისნის რაიონის გამგეობა on ოთხშაბათი, 01 მაისი, 2019