ნაძალადევის რაიონში ზედაუბნის ქუჩა და სამი ჩიხი მოაწესრიგეს

1188

ნაძალადევის რაიონში, ზედაუბნის ქუჩაზე და სამ ჩიხში გზის საფარი კაპიტალურად შეკეთდა. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, პირველ ეტაპზე, ზედაუბნის ქუჩაზე ბორდიური გაკეთდა და ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, ერთ-ერთ ჩიხში ბეტონის გზა და ლითონის მოაჯირი მოეწყო. მეორე ეტაპზე კი, ასფალტის საფარი დანარჩენ ორ ჩიხში დაიგო. მათივე ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 570 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.

“ზედაუბნის ქუჩაზე და ჩიხებში გზის საფარი ათეულობით წლებია არ შეკეთებულა. იმდენად ამორტიზებული იყო გზა, რომ მოსახლეობას გადაადგილება ძალიან უჭირდა. ახლა აღნიშნული ტერიტორია უკვე კაპიტალურად არის მოწყობილი. გამგეობის მიერ გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, კომპანია “GWP-მა“ ზედაუბნის ქუჩაზეც და ჩიხებშიც მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 142 451 ლარი დაიხარჯა.