გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურს კიდევ ერთი თანამშრომელი შეემატება

639

გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი საფინანსოდან ზედამხედველობის სამსახურში მესამე რანგის სპეციალისტის გადაყვანას ითხოვს, რაც დამატებით ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში 1 200 ლარის გაცემას გულისხმობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მერის იურისტის, გიორგი ბატონისაშვილის განმარტებით, აღნიშნულ ორ სამსახურში დასაქმებულ პირთა ხელფასებს შორის სხვაობა თვეში 100 ლარია. თუმცა, მისი აზრით, ზედამხედველობის სამსახურში კადრის დამატების საჭიროება იკვეთება და ამისთვის აღნიშნული თანხის გაღება ხელისუფლებამ მიზანშეწონილად უნდა ჩათვალოს.

“მესამე რანგის სპეციალისტის საფინანსოდან გადაყვანა ზედამხედველობაში მიზანშეწონლიუნდა იყოს საკრებულოს დეპუტატებისთვისაც, რადგან ზედამხედველობას ბევრი საქმე აქვს და უფრო მეტი კადრიც სჭირდება. ხელფასში სხვაობა სულ რაღაც 100 ლარია, თუმცა ამ თანხის გაღება ნამდვილად ღირს სამსახურში არსებული საქმეებიდან გამომდინარე”, – აღნიშნა მერის იურისტმა.