კრწანისის რაიონში 2 მისამართზე საყრდენი კედელი მოეწყო

839

კრწანისის რაიონში საყრდენი კედელი კიდევ ორ მისამართზე მოეწყო.

გამგეობის ინფორმაციით, საბანიძის ქუჩა N6-ის და გორგასლის 97-ში კორპუსი N 3-ის მიმდებარედ გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა. ასევე, გაკეთდა მისასვლელი კიბე და მოაჯირი.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს კრწანისის რაიონში, გრუნტის დამჭერი კედელი ხუთ მისამართზე მოეწყო.