საბურთალოზე 2 სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

1378

საბურთალოს რაიონში იოსებიძის ქუჩა N65-სა და ვაჟა-ფშაველას შესახვევში, N3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცეების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიებზე, კაუჩუკის საფარი დაიგო, სადაც საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო განათების სისტემა, გაკეთდა რულონური ბალახი, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და განთავსდა შესაბამისი ინვენტარი.

ორივე პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 109 756 ლარი დაიხარჯა.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებისთვის უკეთესი გარემო და რაც შეიძლება მეტი დასასვენებელი სივრცე შევქმნათ. აღნიშნულ მისამართებზე ბევრი ოჯახი ცხოვრობს და მათი განახლებაც სწორედ ამიტომ შეირჩა. დღეიდან, ადგილობრივი მოსახლეობა დასვენებას განახლებულ სივრცეებში შეძლებს“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.