თბილისის რაიონების გამგეობებმა ინფრასტრუქტურული სამუშაოების I კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნეს

თბილისის რაიონების გამგეობებმა შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების I კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნეს.

ვაკის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, 2019 წლის I კვარტალში სხვადასხვა პროექტის განხორციელებაზე 2 685 541 ლარი დაიხარჯა. კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურა 15 800 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 21 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ჩატარდა 1 სპორტული ღონისძიება, 14 მისამართზე კორპუსების სახურავები განახლდა, მოსახლეობის თხოვნით კი, 2 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები მოეწყო და 3 მისამართზე სადარბაზოები გარემონტდა.

ამასთან, გაკეთდა ფიტნეს ზონა 5 მისამართზე  და დამატებით, 4 მისამართზე Street Workout-ის ტრენაჟორები მონტაჟდება, ყაზბეგის გამზირზე კი მიმდინარეობს ნანტის სკვერის რეაბილიტაცია, ასევე, დასასვენებელი სივრცე ეწყობა ვაჟა-ფშაველას I კვარტალში და წყნეთში მიმდინარეობს 2 მრავალბინიანი სახლის გამაგრება.

რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებზე 2 378 594 ლარი დაიხარჯა. კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურა 5 301 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, ჩატარდა 5 კულტურული და სპორტული ღონისძიება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კი, 16 პროექტი განხორციელდა. 3 სკვერსა და 2 საბავშვო გასართობ მოედანს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ხოლო 9 მისამართზე სკვერი, 5 მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორები და 3 მისამართზე გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო. ასევე, 10 ავტოფარეხს ჩაუტარდა დემონტაჟი და 135 მისამართზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, ხოლო, 3 მისამართზე ახალი სპორტული მოედნების მოწყობა, 4 მისამართზე კი რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მთაწმინდის გამგეობის მიერ 2019 წლის I კვარტალში შესრულებული სამუშაოებისთვის 1 889 408 ლარი დაიხარჯა. კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურა  7 242 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, განხორციელდა 48 პროექტი, ჩატარდა 1 სპორტული ღონისძიება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 6 სკვერს, მოეწყო გრუნტის დამჭერი 3 კედელი, ექსპლუატაციაში შევიდა წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შინდისში, გამწვანების სამუშაოები ჩატარდა 23 მისამართზე, ხოლო 17 მისამართზე კეთილმოწყობის სხვადასხვა სამუშაო განხორციელდა.

ამასთან, მიმდინარეობს ვილნიუსის სკვერისა და კოჯრის ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია, ხოლო 6 მისამართზე ავარიულ შენობებს ამაგრებენ.

დიდუბის რაიონის გამგეობის ცნობით,  3 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტებზე 1 736 900 ლარი დაიხარჯა. რომლის ფარგლებშიც, საგზაო ინფრასტრუქტურა 14 037 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, 1 მისამართზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, 22 მისამართზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა, 3 მისამართზე განხორციელდა 6 ავტოფარეხის დემონტაჟი და ჩატარდა 3 სპორტული და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება. ასევე,  10 მისამართზე ტრენაჟორები, 5 მისამართზე კი უსაფრთხოების მოაჯირები მოეწყო. ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 9 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა.

ასევე, 6 მისამართზე დასასვენებელი სივრცეების მოწყობა და 6 მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დიღმის მასივში 5400 კვ.მ ფართობზე კი რეკრეაციული სივრცე ეწყობა.

ხოლო, ნაძალადევის რაიონში შესრულებული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 3 417 951 ლარი დაიხარჯა. კერძოდ, 24 427 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, 6 მისამართზე საყრდენი კედელი, 3 მისამართზე ტრენაჟორები, 2 მისამართზე კი საერთო სარგებლობის კიბე მოეწყო. ასევე, 28 მისამართზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, 1 კორპუსში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, 3 ლიფტს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და ჩატარდა 2 კულტურული ღონისძიება. ხოლო, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 51 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა.

კრწანისის რაიონში შესრულებული სსხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით 2 138 241 ლარი დაიხარჯა. პროექტების ფარგლებში კი, საგზაო ინფრასტრუქტურა 12 834 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, 1 მისამართზე სკვერი, 2 მისამართზე საბავშვო მოედნები, 3 მისამართზე უსაფრთხოების მოაჯირები, 2 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები, ზემო ფონიჭალაში სანიაღვრე სისტემა, 5 მისამართზე კი გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო. ასევე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 5 პროექტი განხორციელდა.

გამგეობის იმფორმაციით, ამ ეტაპზე, გრიშაშვილის ქუჩაზე ახალი სკვერი, ხოლო 4 მისამართზე საყრდენი კედლი ეწყობა.

სამგორის რაიონის გამგეობის I კვარტლის მონაცემებით სხვადასხვა სამუშაოებზე  4 083 403 ლარი დაიხარჯა. კერძოდ, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა 23 547 კვ.მ ფართობზე, 1 მისამართზე სკვერი, 5 მისამართზე  ტრენაჟორები,  3 მისამართზე სპორტული მოედნები, 6 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები, ხოლო 5 მისამართზე დასასვენებელი პავილიონები მოეწყო. ასევე, გაკეთდა 2 ლიფტი, მოწესრიგდა 12 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი და ჩატარდა 2 სპორტულ-კულტურული ღონისძიება. საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა 72 ოჯახს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებშიკი, 27 პროექტი განხორციელდა. ამჟამად კი, სოფელ ნასაგურსა და დიდ ლილოში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხოლო, როგორც გლდანის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამ თვეში 3 005 628 ლარი დაიხარჯა. მათივე ცნობით, 16 080 კვ.მ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, 10 მისამართზე საბავშვო გასართობი მოედანი, 5 მისამართზე სპორტული მოედნები, 8 მისამართზე ტრენაჟორები, 7 მისამართზე სახურავები და წყალარინების შიდა ქსელი, 2 მისამართზე კი მიწისქვეშა კომუნიკაციები მოეწყო. ასევე, 8 მისამართზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოეწყო 2 სპორტულ-კულტურული ღონისძიება.

გამგეობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 10 მისამართზე ამ დროისთვის მიმდინარეობს, ბერთუბნის დასახლებაში 3 000 გრძივ მეტრზე კი წყალარინების ცენტრალურ ქსელს აკეთებენ.

რაც შეეხება ჩუღურეთის რაიონს აქ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 3 თვეში 2 087 543 ლარი მოხმარდა. რომლის ფარგლებშიც, 11,530 კვ.მ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, მოეწყო გრუნტის დამჭერი 10 კედელი, 11 მისამართზე დამონტაჟდა უსაფრთხოების მოაჯირები, გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები განხორციელდა 44 მისამართზე, 3 მისამართზე გამაგრდა ავარიული სახლები,  ჩატარდა კულტურული და სპორტული 2 ღონისძიება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, სამუშაოები ჩატარდა 15 მისამართზე, ხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი განხორციელდა 16 მისამართზე.

ამ ეტპზე, კი 6 მისამართზე ავარიული სახლების გამაგრება, ხოლო 7 მისამართზე გრუნტის დამჭერი კდლების მოწყობა მიმდინარეობს.

ისნის გამგეონის ინფორმაციიით, 3 თვეში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში 2 444 368 ლარი დაიხარჯა. მათივე განმარტებით, 7 861 კვ.მ ფართობზე ჩატარდა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, 1 მისამართზე განხორციელდა მიწისქვეშა საინჟინრო-კომუნიკაციების რეაბილიტაცია, განახლდა 1 საბავშვო გასართობი მოედანი, მოეწყო 3 მრავალფუნქციური სპორტული მოედანი, გაიმართა 4 სპორტული-კულტურული ღონისძიება, 5 მისამართზე 14 ავტოფარეხს ჩაუტარდა დემონტაჟი, 70 მისამართზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კი, 13 პროექტი დაფინანსდა. ხოლო, სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები 53 მისამართზე განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები
ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ტურგენევის N4-ში, სადაც 32 ოჯახი ცხოვრობს, წყალარინების
ჩუღურეთის რაიონში 21 მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც ჩუღურეთის გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში, ამორტიზებულ
ჩუღურეთის რაიონში, კონსტიტუციის ქუჩაზე, საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, ცაცხვისა და ოლეანდრას ჯიშის ხე-მცენარე დარგეს. როგორც გამგეობაში
ჩუღურეთის რაიონში ლარეხის ქუჩაზე ქვაფენილს აგებენ. როგორც გამგეობაში აცხადებენ, 800 კვ.მ-ზე დაზიანებულ რიყის ქვის საფარს
ჩუღურეთის რაიონში ხუდადოვის ქუჩაზე 2 000 კვადრატულ მეტრზე, შიდაკვარტალური გზის მოწესრიგება მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, რომლისთვისაც
ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სამ მისამართზე სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით,
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებების ფარგლებში, 2 მარტს, 10:30-დან 12:00 საათამდე, დ. აღმაშენებლის
ჩუღურეთის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე კედლებს ამაგრებენ.  კერძოდ, გამგეობის ინფორმაციით, გამაგრებითი სამუშაოები დოქის შესახვევის N9-ში, 9
ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და საზოგადოებას 2018 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის
ჩუღურეთის რაიონში ვეშაპურის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. რეაბილიტაციის შემდეგ. გზის დაზიანებულ
ჩუღურეთის რაიონში, ბოდავის N9-ში, აფხაზეთის N78-ში, ზაზიაშივილის მე-3 შესახვევი N18-ში, ჩეჩელაშვილის N131-სა და ართვინის N29, N31, N33-ში გრუნტისა და
ჩუღურეთის რაიონში, შიო არაგვისპირელის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 720 კვადრატულ
ჩუღურეთის რაიონში, შიდა საუბნო გზებისა და ეზოების მოასფალტება გრძელდება. ამ ეტაპზე, გამგეობის ინფორმაციით, დონდუას N2-ში
ჩუღურეთის რაიონში თბილისური ეზოების მოასფალტება დასრულდა. კერძოდ, დონდუას N2, ქვლივიძის N5, კახიძის N7, წმინდა ნიკოლოზის
ჩუღურეთის რაიონში, რამდენიმე მისამართზე, კერძოდ არაგვისპირელის შესახვევში, გურგენიძის, ტაშირისა და მარჯანიშვილის ქუჩის N29 მიმდებარედ, საგზაო
%d bloggers like this: