ქუთაისის მერია ნაგვის კონტეინერების შესაძენად 70 000 ლარს გადაიხდის

1150

ქუთაისის მერია ნაგვის კონტეინერების შეძენისთვის 70 000 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი მერიამ  უკვე  გამოაცხადა. წინადადებების მიღება 1 მაისიდან 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

სხვადასხვა სახის ნაგავშემკრები კონტეინერების შესყიდვა საგრანტო პროექტის “ნარჩენებისგან თავისუფალი მდინარეები-სუფთა შავი ზღვისათვის“ ფარგლებში მოხდება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “ნარჩენებისგან თავისუფალი მდინარეები – სუფთა შავი ზღვა“ მეორე გარემოსდაცვით ინიციატივას წარმოადგენს ქუთაისში და მისი მიზანია პლასტმასისა და სხვა ნარჩენების რაოდენობის შემცირება მდინარეებსა და შავ ზღვაში.