ისანი-სამგორის სპორტულ კომპლექსში არსებულ კორტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

930

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ისანი-სამგორის სპორტულ კომპლექსში არსებული კორტების რეაბილიტაციისთქვის უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება და სამუშაოები დაიწყება.

“დღეს თბილისის მთავრობა იმსჯელებს ისანი-სამგორის სპორტული ცენტრისთვის 300 000 ლარის გამოყოფის თაობაზე, იმისთვის, რომ იქ არსებული კორტების რეაბილიტაცია განვახორციელოთ, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ეს მდებარეობს ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის. ჩვენ გვინდა ისე მოვაწესრიგოთ, რომ იქ შესაძლებელი იყოს საერთაშორისო ტურნირების ჩატარება. პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე 2 ჰარდის კორტი და უნდა რეაბილიტირდეს ადმინისტრაციული შენობა, რომელიც აღიჭურვება სპორტული ინვენტარით და საჭირო ავეჯით“, – განაცხადა კალაძემ.