ხვალ ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

825

წინა სტატია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, 20 აპრილს დაგეგმილ “THE GREAT BATUMI RACE-თან” დაკავშირებით ქალაქში საავტომობილო მოძრაობა ზოგიერთ ქუჩაზე შეიზღუდება, ზოგზე კი აიკრძალება.

ქუჩები, რომელზეც ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება:  შერიფ ხიმშიაშვილის გამზირზე -იუსტიციის სახლიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის კვეთამდე; იუსტიციის სახლიდან – რუსთაველი-კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთამდე.

ქუჩები, რომელზეც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება: კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე -რუსთაველის გამზირის კვეთიდან მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთამდე; მემედ აბაშიძის ქუჩაზე -კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთამდე; დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე – მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთამდე; ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე – დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე; ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე – ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთიდან ნოდარ იმნაძის ქუჩის კვეთამდე; ნოდარ იმნაძის ქუჩაზე – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე; კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე – ნოდარ იმნაძის ქუჩის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე; მერაბ კოსტავას ქუჩაზე – კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე;ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე – მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთიდან ვალენბერგის ქუჩის კვეთამდე; ვალენბერგის ქუჩაზე – ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან იაკობ გოგებაშვილის ქუჩის კვეთამდე; იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე – საბაგიროდან იახტ კლუბის შესახვევამდე.

შსს-ს ინფორმაციით, მასშტაბური ღამის მარათონის მიმდინარეობისას მძღოლები ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. გადაადგილებაში ავტოტრანსპორტი მფლობელებს  საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაეხმარებიან.

საავტომობილო მოძრაობა ღონისძიების დასრულების შემდეგ სრულად აღსდგება.