გარდაბნის სოფელ აღთაკლია-ყარათაკლიას საბავშვო ბაღის II ეტაპის საუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა

1669

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ აღთაკლია-ყარათაკლიას ექვს ჯგუფიანი საბავშო ბაღის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის 1 009 196 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

როგორც მერიაში განმარტავენ, სამუშაოების მეორე ეტაპი, როგორც შენობის კეთილმოწყობას, ასევე, ეზოს მოწესრიგებასა და საბავშვო ატრაქციონების მონტაჟს ითვალისწინებს.

სატენდერო წინადადებების მიღება 3 მაისს დაიწყება და 8 მაისს დასრულდება. სამუშაოები კი, ხელშეკრულების დადებიდან 240 დღეში უნდა დასრულდეს.