ხვალ ბათუმში ღამის მარათონი ჩატარდება

2476

20 აპრილს ბათუმში ღამის მარათონი ჩატარდება. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ღონისძიება ბათუმის ბულვარიდან დაიწყება.

მათივე ცნობით, მარათონი ოთხი ტიპის გარბენს, კერძოდ ნახევარმარათონს (21,1კმ), გარბენს (10 კმ) და ბავშვთა გარბენს (100 და 500 მეტრი) მოიცავს.

მარათონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ამ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მარათონს ბათუმი უკვე მეორედ მასპინძლობს. ღონისძიების მხარდამჭერი ბათუმის მერიაა.