ახალციხეში თამარ მეფის ძეგლის მიმდებარედ ახალი საათი დადგეს

965

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ახალციხეში, კოსტავას ქუჩის დასაწყისში, ამაღლების სახელობის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს ახალი საათი დადგეს.

როგორც მუნციიპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ძველი საათის აღდგენა, დაზიანებული მექანიზმის გამო ვერ ხერხდებოდა, რის გამოც გზის რეაბილიტაციის დროს მისი დემონტაჟი განხორციელდა.

“საათი წლების მანძილზე დაზიანებული იყო, არ მუშაობდა და ფორმალურად იდგა იქ. ეცადეთ აღგვედგინა, მაგრამ არ გამოგვივიდა“, – ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.

შეგახსენებთ, რომ საათი ქუჩიდან გასული წლის ნოემბერში დაწყებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების შემდეგ აიღეს.