გორის სოფელ ზეღდულეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობისთვის ტენდერი გამოცხადდა

188

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვისთვის, მერიამ, 17 აპრილს, 687 059 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღების ბოლო ვადა 8 მაისს იწურება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის ფარგლებში, ჭაბურღილი და სისტემის შიდა ქსელი (20 კილომეტრამდე) მოეწყობა. ამასთან, ორი 50 ტონიანი ავზით წყალსადაწნევო ლითონის კოშკი გაკეთდება. ასევე, პროექტი ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასაც ითვალისწინება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, როგორც გორის მერიაში აცხადებენ, სოფლის 1 000 – ზე მოსახლე სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტი რეგიონში განსახორციელებელი იპროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

“დღემდე ზეღდულეთში მცხოვრები 400 – მდე ოჯახი ინდივიდუალური ჭით სარგებლობს, თუმცა, სასმელად საუბნო ონკანების წყალს იყენებს. რამდენიმე წლის წინ, მას შემდეგ, რაც ლაბოლატორიული შემოწმების შედეგად ჭის წყალი სასმელად უვარგისი აღმოჩნდა, ჭაბურღილი 4 საუბნო ონკანთან ერთად, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწყო”, – აცხადებენ გორის მერიაში.