ნაძალადევში გზის საფარი დევნილთა კიდევ ერთ დასახლებაში მოწესრიგდა

975

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის პირველ კვარტალში, დევნილთა დასახლების მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, N20 ბ და გ კორპუსებთან გრუნტის დამჭერი კედლები, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო. ასევე, დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი. მათივე ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 2 400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

“საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დავასრულეთ კიდევ ერთ დასახლებაში, სადაც გზის რეაბილიტაციამდე სანიაღვრე ქსელიც მოვაწყეთ. ამ მისამართზე, ძირითადად, დევნილი ოჯახები ცხოვრობენ. ვცდილობთ ყველა ასეთ დასახლებაში, ეტაპობრივად, მოვაგვაროთ ინფრასტრუქტურული პრობლემები”, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.

გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 193 226 ლარია.