ტაქსის მძღოლები ითხოვენ, B კატეგორიის მძღოლებს ტრაფარეტის დადგმის უფლება მიეცეთ

2

წინა სტატია

ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც თბილისის მერიის მიერ ტაქსის მიმართულებით დაგეგმილ რეფორმას აპროტესტებენ, საგანგებო განცხადება გააკეთეს. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა არჩილ არჯევანიძემ განმარტა, რომ ტაქსის მძღოლები მზად არიან საპროტესტო აქციებიდან მოლაპარაკებების რეჟიმში გადაინაცვლონ.  ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

არჯევანიძის თქმით, ისინი მერიასთან შეთანხმდნენ, რომ მარჯვენასაჭიანი ტაქსები გადიან B კატეგორიის ტაქსებში და 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დაიშვებიან. ასევე, შეთანხმდნენ, რომ სურვილის მიხედვით მძღოლები შეღებავენ მანქანას ან ფირს გადააკრავენ.

“გვექნება კიდევ და კიდევ ბევრი თემა გასავლელი და ამას ეტაპობრივად გავივლით. მოვუწოდებთ მძღოლებს, რომ დღეს აქციების რეჟიმიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადავინაცვლოთ და გავაგრძელოთ მოლაპარაკება, მაგალითად იმ საკითხზე, რომ B კატეგორიის მძღოლებისთვის ნებადართული იყოს ტაქსის ტრაფარეტის დადგმა და ისარგებლონ ქუჩაში მგზავრის აყვანის უფლებით”, – განაცხადა არჩილ არჯევანიძემ.

მისი თქმით, დღეს რუსთაველის გამზირზე ტაქსის მძღოლების საინფორმაციო აქცია გაიმართება, სადაც საინიციატივო ჯგუფი მძღოლებს მერიასთან მიღწეულ შეთანხმებებს გააცნობს. არჯევანიძის თქმით, მერია მოლაპარაკებებზე წამოვიდა, რაც კარგია და იმედი აქვთ, შეთანხმებას მიაღწევენ. მძღოლები მზად არიან გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ.

შეგახსემებთ, რომ 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ტაქსებისთვის ახალი რეგულაციები შედის ძალაში, რომელიც მძღოლებმა რამდენჯერმა გააპროტესტეს.