თბილისში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება

929

ფორუმის მიმდინარეობისას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არსებულ ვაკანსიებს გაეცნობიან და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ. დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს აქტიურ ვაკანსიებს 20-ზე მეტი საშუალო და მსხვილი კომპანია შესთავაზებს.

დასაქმების ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებითა და “თბილისი მოლის“ მხარდაჭერით იმართება.