სოფელ დიღომში ორი სპორტული მოედანი მოეწყობა

147

სოფელ დიღომში, მოსახლეობის თხოვნით, სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, ახალი მოედნები აღმაშენებლის ქუჩა N60-სა და ვაჟა-ფშაველას ქუჩა N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა.

“ვაჟა-ფშაველას N3-ის მიმდებარედ ბეტონის საფარი და ლითონის მავთულ-ბადეები უკვე მოეწყო. სამუშაოების ფარგლებში, ბალახის ხელოვნური საფარი დაიგება და მოედნისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდება. სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია “დოკასპორტი“ ახორციელებს”, – განმარტავენ გამგეობაში.

მათივე ინფორმაციით, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია პარალელურად, ხუთ მისამართზე მიმდინარეობს.

სოფელ დიღომში, მოსახლეობის თხოვნით, სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. ახალი მოედნები აღმაშენებლის ქუჩა N60-სა და…

Posted by საბურთალოს რაიონის გამგეობა on ორშაბათი, 15 აპრილი, 2019