მუხიანში, დუმბაძის გამზირის დასაწყისში, სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

1729

მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში მდებარე N1-4 კორპუსების მიმდებარედ, დუმბაძის გამზირის დასაწყისში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სკვერის რეაბილიტაციისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 156 999 ლარია გათვალისწინებული.

გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ.მ ფართობზე ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, გარეგანათებისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ამასთან, პროექტის ფარგლებში, სკვერი საჭირო ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.

“მუხიანში დუმბაძის გამზირზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დავიწყეთ. აღნიშნული სკვერი არასახარბიელო მდგომარეობაში იყო, რეაბილიტაციის შემდეგ კი მოსახლეობა კეთილმოწყობილი და განახლებული სივრცით ისარგებლებს. რაიონში ამ ეტაპზე, ათი მცირე და ორი დიდი ზომის სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოები, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს “გია კონსტრაქშენი“ ახორციელებს, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.