ორხევში სამი ქუჩის რეაბილიტაციისთვის 750 ათასამდე ლარი იხარჯება

სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ქიზიყის, კაკაბაძისა და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საერთო ჯამში სამივე ქუჩის რეაბილიტაციისთვის 750 ათასამდე ლარი იხარჯება.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, ქიზიყის ქუჩის სარეაბილიტაცო სამუშაოების ფარგლებში, 700-მეტრიანი ცენტრალური გზა და საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი მონაკვეთები მოწესრიგდება. ასფალტის საფარი საერთო ჯამში კი, 4 550 კვ.მ ფართობზე დაიგება. პროექტის ღირებულება 285 ათას ლარს შეადგენს.

“ქიზიყის ქუჩაზე ასფალტის საფარი დღემდე არ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ კი ადგილობრივები განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.  საგზაო სამუშაოებს კომპანია „ენდი როუდი“ აწარმოებს”, – ამბობენ გამგეობაში.

რაც შეეხება კაკაბაძის ქუჩას, აქ გამგეობის ცნობით, გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან 160 ათასილარით დაფინანსდა.

“პროექტის ფარგლებში, რომელიც მაისის ბოლომდე დასრულდება, 2500 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, ასევე, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიური. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, აღნიშნულ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა – სანიაღვრე ქსელი მოეწყო და წყლისა და წყალარინების სისტემებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. საგზაო სამუშაოებს კომპანია „ენდი როუდი“ აწარმოებს”, – განმარტავენ სამგორის გამგეობაში.

ამასთან, მიმდინარეობს სააკაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციაც, სადაც სამუშაოების ფარგლებში, 2 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და ბორდიური მოეწყობა.

სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო, წვიმის წყალი საცხოვრებელ სახლებს აზიანებდა. მოსახლეობას აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დავპირდით და დღეისთვის, ამ ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა -მოეწყო სანიაღვრე ქსელი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლისა და წყალარინების სისტემებს. ამ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს და ასფალტის საფარი იგება“, – განაცხადეს გამგეობაში.

აღნიშნული პროექტი სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 285 000 ლარით დაფინანსდა. საგზაო სამუშაოებს კომპანია “ენდი როუდი“ აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები
სამგორის რაიონში სხვადასხვა მისამართზე სპორტული ინფრასტრუქტურისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე,
სამგორის რაიონში სხვადასხვა მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციებს ცვლიან. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამჟამად სამუშაოები ქვემო სამგორში, წმინდა
სამგორის რაიონის გამგებელი კახაბერ გულედანი თანამდებობას ტოვებს.  ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიაში ადასტურებენ. გავრცელებულ ინფორმაციით,
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამგორის რაიონში, სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე გზის
სამგორის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს, რომლის ფარგლებში, ვარკეთილის დასახლებაში, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია
წინა სტატია ორხევის დასახლებაში, ჩანტლაძის N30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან
სამგორის რაიონში რვა ახალი ფიტნეს ზონა მოეწყო. როგორც გამგეობაში განმარტავენ, თითოეულ ზონაში ათი ტრენაჟორია დამონტაჟებული.
სამგორის რაიონში სხვადასხვა მისამართზე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში, პირველი მიკრორაიონის N2ბ
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ისანი-სამგორის სპორტულ კომპლექსში არსებული კორტების რეაბილიტაციისთქვის
სამგორის რაიონში, ორხევში, ახალი სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, მუხაძის ქუჩა N5-ის მიმდებარედ 520
ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში, N31 კორპუსის წინ, ახალი სტადიონის მოწყობა დასრულდა. როგორც გამგეობაში აცხადებენ, 500 კვ.მ
სამგორის რაიონში რამდენიმე მისამართზე სანიაღვრე ქსელს აწყობენ. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, სამუშაოები ვარკეთილი 3-ის
სამგორის რაიონში 5, ხოლო გლდანის რაიონში 8 ახალი ფიტნეს ზონა მოეწყო. სამგორის რაიონში ახალი ფიტნესზონები
ქვემო სამგორში გარდაბნის გზატკეცილზე N145-146-ის მიმდებარედ, ახალი სკვერი გაიხსნება. როგორც გამგეობაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული
სამგორის რაიონში მოსკოვის გამზირის N36-ში, რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსის საერთო ეზოში, ინფრასტრუქტურა აწესრიგებენ, რის შემდეგაც აღნიშნულ მისამართზე
%d bloggers like this: